вторник, 26 апреля 2016 г.

https://drive.google.com/file/d/0B7NdbvMpCDQKSGdPbDloNi1PZXc/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/0B7NdbvMpCDQKSGdPbDloNi1PZXc/view?usp=sharing




                                                             პროექტი
                                           
პროექტის სახელწდება:   „ 14 აპრილი დედაენის დღეა’’
პროექტის იდეა:   საკლასო ღონისძიების კვირეულის ჩატარება.
პროექტის აქტუალობა: „  14 აპრილი ‘’ ქართული ენის დღეა
მიზანი:  პროპაგანდა ჩვენი მშობლიური ენის  ,ქართული ენის სიყვარულისა და მისი გაღვივება .ქართული ენის ისტორიის გაცნობა ,მოსწავლეებში  შემოქმედებითი უნარის გაღვივება. იცოდნენ რომ ქართული ენა არის სწავლების ენა, სკოლის  ბალავრი  და ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალება.
ენას თვალისჩინივით გაფრთხილება უნდა. ენა,მიწა-წყალთან და სარწმუნოებასთან ერთად, დედაბოძია ეოვნებისა. იცავდე შენი ენის სიწმინდეს,ეს ნიშნავს,იცავდე,ვინაობას,  შენს მეობას, ღირსებასა და შენი ერის კულტურასა და ისტორის.
სამიზნე ჯგუფი:  მე-3 კლასი
ხანგრძლივობა:  1 კვირა
მოსალოდნელი შდეგები:   მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ საინტერესო წერილები ,გაეცნობიან და შეისწავლიან ,თუ რა საფრთხის წინაშე  მდგარა ქართული ენა ,რომელი  წლიდან ავღნიშნავთ ,,ქართული ენის ‘’ დღეს , შეისწავლიან ლექსებს ,გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ . ენა განძია ერის ,რომელსაც საკუთარი თავივით მართებს მოვლა გაფრთხილება,შენახვა და დაცვა მომხდურთაგან.მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული ენა მესამე ადგილზეა.
რესურსები:   ბიბლიოთეა,ინტერნეტი,კომპიუტერი,კედლის ფორმატი,ფერადი ქაღალდები , ფლომასერი,წებო,პლასტელინი.
სამუშაო ენა :  ქართული ენა.
ამოცანები:  ქართული ენის სიწმინდის დაცვის მიზნით „ წერე ქართულად და იამაყე ამით!!!  ’’ 
1.      კედლის გაზეთის გამოშვება;
2.      ღონისძიების ჩატარება.
ინტეგრირება:  ქართული ენა ისტ, ხელოვნება.
აქტივობები:  კედლის გაზეთისათვის საჭირო მასალის დამზადება;
                         ღონისძიების ჩატარება,მხატვრული კითხვა.
შესრულების განრიგი:  2016 წლის   7 აპრილიდან  14 აპრილის ჩათვლით  .
პროექტის ხელმძღვანელი მე- 3  კლასის  ხელმძღვანელი ქეთევან თეთრაძე.


Комментариев нет:

Отправить комментарий